MedTurkey logo web
ObesePatient_cropped.104712874_M

ბარიატრიული ქირურგია, კუჭის ოპერაცია თურქეთში

რა არის სიმსუქნე?

სიმსუქნე არის ცხიმოვანი ქსოვილების გადაჭარბებული დაგროვება, რაც უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. გლობალური მონაცემებით, სიმსუქნის შემთხვევები ბოლო პერიოდში სამჯერ გაიზარდა. ეს ერთი შეხედვით კოსმეტიკური პრობლემა, უმთავრესად სამედიცინო პრობლემაა, რადგან ჭარბი წონა ზრდის სერიოზული დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და სხვა. თუ სხეულში დიდი რაოდენობით ცხიმოვანი ქსოვილი გროვდება, ის გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც ზრდის მადას, და იწვევს სიმსუქნის შემდგომ პროგრესირებას. თუმცა, თანამედროვე მედიცინა პასუხობს ამ გამოწვევას, თუ პაციენტი მზადაა მიმართოს კვალიფიცურ სამედიცინო ჯგუფს. 

 სიმსუქნის გამომწვევი მიზეზები ძირითადად ადამიანის ცხოვრების წესთანაა დაკავშირებული თუმცა არსებობს გენმეტიკური ფაქტორებიც.

როგორ გამოთვლება სიმსუქნე?!

 

 

სიმსუქნის შესაფასებლად არსებობს სხეულის მასის ინდექსი (BMI). იგი ითვალისწინებს პაციენტის წონასა და სიმაღლეს და აფასებს მისი მასის შესაბამისობას სხეულის პარამეტრებთან. 

ქვემოთ მოცემულია სხეულის მასის ინდექსის შეფასებები:

BMI  18 – 25  ჯანსაღი წონა
BMI  25 – 30  ჭარბი წონა
BMI  30 – 35  I ტიპის სიმსუქნე
BMI  35 – 40  II ტიპის სიმსუქნე
BMI  40-ზე მეტი III ტიპის სიმსუქნე 

 

 

 

როგორ დავამარცხოთ სიმსუქნე?

თანამედროვე მედიცინა პასუხობს სიმსუქნის გამოწვევას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოტივირებული ხართ მიზნის მისაღწევად. სიმსუქნესთან ბრძოლა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე და შეიძლება მოიცავდეს:

  • ინდივიდუალური დიეტა და ვარჯიშის პროგრამა. 
  • მედიკამენტები. გასათვალისწინებელია, რომ წონის კლების მედიკამენტების მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის კონსულტაციით. თუმცა როგორც ყველა მედიკამენტი შეიცავს გვერდითი მოვლენების რისკებს. 
  • სიმსუქნის არაქირურგიული მკურნალობა. ზოგიერთი არაინვაზიური, ენდოსკოპიური ამბულატორიული პროცედურა თუ დიეტამ და ვარჯიშმა შედეგი ვერ გამოიღო.
  • კუჭის ოპერაცია, ბარიატრიული ქირურგია. არსებობს სხვადასხვა ქირურგიული მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს კუჭის მოცულობის შემცირებას ან საკვების შეწოვის შემცირებას, ან ორივეს ერთად.

რა არის ბარიატრიული ქირურგია?

თურქეთის სამედიცინო სერვისი ბარიატრიულ ქირურგიაში მოწინავე პოზიციაზეა  მსოფლიოში. ყოველწლიურად თურქეთში კეთდება 60 000-ზე მეტი ბარიატრიული ქირურგიული ოპერაცია. 

თურქეთის წამყვან კლინიკებში კუჭის ოპერაცია იგეგმება იმ შემთხვევავში თუ თქვენი სხეულის ინდექსი BMI 35-ზე მაღალია, თუმცა აუცილებელია ინდივიდუალური მონაცემების შეფასება და პროფესიონალი სამედიცინო ჯგუფის კონსულტაცია. 

ბარიატრიული ქირურგია ეს არის კუჭის ოპერაცია ლაპაროსკოპიული (ე.წ. უსისხლო) მეთოდით, რომლის დროსაც ხდება კუჭის მოცულობის შემცირება, რაც თავის მხრივ იწვევს ცვლილებებს ორგანიზმში, თქვენ გაქვთ მადის შემცირება და მარტივად დანაყრების განცდა.

 

არსებობს ბარიატრიული ქირურგიის განსხვავებული ტიპები: 

კუჭის ვერტიკალური რეზექცია Laparoscopic sleeve gastrectomy . ყველაზე გავრცელებული მეთოდია  ბარიატრიული ქირურგიისთვის. ამ მეთოდის გამოყენებისას ხდება კუჭის ზომის შემცირება, დაახლოებით კუჭის 80%-ის ამოღება, შედეგად პაციენტები წონაში იკლებენ 2 ფაქტორის გამო: პირველი, კუჭის მოცულობა მცირდება და მეორე, იკლებს შიმშილის ჰორმონის, გრელინის გამომუშავება. მისი ფორმიდან გამომდინარე, ოპერაციას უწოდებენ კუჭის ყდის ან კუჭის შემცირების ოპერაციას. ოპერაცია კეთდება ლაპაროსკოპიული მეთოდით, და გრძელდება დაახლოებით 1 საათი. ჰოსპიტალიზაციის პერიოდი 2-3 დღე. ამ მეთოდით პაციენტები იკლებენ ჭარბი წონის 80-90%-ს. 

 კუჭის შემოვლითი გზა Laparoscopic bypass. ასევე ეწოდება Roux-en-Y კუჭის შემოვლითი გზა, ეს მეთოდი გულისხმობს პატარა ჩანთის შექმნას კუჭის ზედა ნაწილში და წვრილი ნაწლავის ნაწილის მიმაგრებას. საკვები ცვლის თავის ნაკადს, კუჭის უმეტესი ნაწილისა და წვრილი ნაწლავის ნაწილის „გვერდის ავლით“. ეს პროცედურა ხელს უწყობს როგორც მოხმარებული საკვების რაოდენობის შემცირებას, ასევე კალორიების შეწოვას. ოპერაცია კეთდება ლაპაროსკოპიული მეთოდით, ნაგრძლივობა დაახლოებით 1 საათი. ჰოსპიტალიზაციის პერიოდი 2-3 დღე. ეს მეთოდი განსაკუთრებით რეკომენდებულია დიაბეტი II ტიპის მქონე პაციენტებისთვის. 

Medturkey, წარმოადგენს თურქეთის წამყვანი ჰოსპიტლების სამედიცინო სერვისებს საქართველოში,  როგორც საერთაშორისო  სამედიცინო კორპორაციების საპარტნიორო ჯგუფის წევრი კომპანია.  

 Medturkey-ს მთავარი მისიაა ადამიანებს ევროპის ქვეყნებში და ახლა უკვე საქართველოში მიაწოდოს მათთვის საჭირო სამედიცინო სერვისი თურქეთის წამყვან კლინიკებში.

თუ თქვენ გაწუხებთ ჭარბი წონა, MEDTurkey-ს პროფესიონალი სამედიცინო ჯგუფი დაგეხმარებათ დაიწყოთ ახალი ცხოვრება! 

მოითხოვე პერსონალური სამედიცინო კონსულტაცია!

logo (4)

კონსულტაციის მოთხოვნა

თუ დაინტერესებული ხართ პრემიუმ ხარისხის ჯანმრთელობის სერვისებით თურქეთის საუკეთესო კლინიკებში, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ველები

logo (4)

გამოგვყევით